რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა კიევი დაბომბა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

10 ივლისს, რუსეთმა კიევზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და ბალისტიკური რაკეტებით მასიური იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 2 ქალი.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულები არიან 68 წლის დედაქალაქის მაცხოვრებელი და 22 წლის პოლიციის კაპრალი.

გარდა ამისა, რუსული იერიშის შედეგად დაშავდა ათზე მეტი ადამიანი.

კიევის 8 რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი, სამედიცინო, სასწავლო, სავაჭრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტრა.

ნანგრევებიდან დაშავებულების ამოყვანა გრძელდება. სამძებრო-სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი და 90 ერთეული ტექნიკა.

რუსეთი უკრაინის რეგიონებს ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები