235-ე გარნიზონის სასამართლომ, რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მეთაურის ყოფილ მოადგილეს, გენერალ-პოლკოვნიკ ჰალილ არსლანოვს 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ყოფილი მაღალჩინოსანი თაღლითობასა და მსხვილი ქრთამის აღებაში დამნაშავედ ცნეს.
გარდა ამისა, არსლანოვს 24 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა დაუდგენელ პირებთან ერთად, კომპანია ვოენტელეკომთან სახელმწიფო ხელშეკრულებები გააფორმა. გაბერილი ფასების მეშვეობით გენერალმა 1.6 მილიარდი რუბლი მოიპარა.
არსლანოვი უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა 2020 წლის თებერვალში დააკავა.





