რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვის ოლქზე იერიში მიიტანა.
თავდასხმის შედეგად აფეთქდა მანქანა, რომელშიც 2 ბავშვი იმყოფებოდა. 8 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, 4 წლის ბიჭი გადაყვანილია საავადმყოფოში. დაჭრილია ასევე 40 წლის კაცი.
გარდა ამისა, იერიშის შედეგად ასევე დაშავდა 46 წლის ქალი, ძლიერი სტრესი მიიღო 3 წლის გოგონამ.
უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქზე თავდასხმის შედეგად, კუპიანსკის რაიონში დაიღუპა 46 წლის კაცი.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





