რა ვიცი ახლა, მაღალ მოდაზე, ზოგს გარდერობი ექნება და ვისაც რა უყვარს. მე არც ავტომანქანა არ მყავს პირადი და რაც შევძელი სიკეთით, შრომით, ბევრი შრომით. პირდაპირ გეუბნებით, იმ კომპანიასთან საერთოდ ვიყავი დაქირავებული კონსულტანტი. აქტიური ადამიანი, რომელსაც შეუძლია ღამეში 4 სცენარი, 5 დიზაინ მაკეტი ან 8 პროექტი დაწეროს, ჩემ თავზე ვლაპარაკობ, შეიძლება ცუდი, მაგრამ დაქირავებული კონსულტანტები ამას აკეთებენ.
მე არ ვიყავი საჯარო მოხელე, მქონდა იმისი დრო და საშუალება, 11-დან 6 საათამდეა ოფიციალურად სამუშაო დრო ეროვნულ სასახლეში, ბევრი დრო მრჩებოდა ჩემი პროაქტიულობისთვის და ბევრ სიკეთეს ვაკეთებდი.





