23 ივნისს, რუსეთმა კიევზე კომბინირებული იერიში მიიტანა. ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 19 ადამიანი.
ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო და კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ადასტურებენ.
7:27 საათზე კლიჩკომ განაცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა.
"ამ დროისთვის არის 5 დაღუპული შევჩენკოს რაიონში. სულ ქალაქში 19 დაშავებულია, 8 მათგანი ქალაქის საავადმყოფოებშია გადაყვანილი". – თქვა კლიჩკომ.
8:32 საათზე უკრაინის სამაშველო სამსახურმა ნანგრევებში მე-6 დაღუპულის სხეული იპოვა.

"იერიშის შედეგების ლიკვიდაციისთვის საჭირო სამუშაოები კიდევ 2 ობიექტზე მიმდინარეობს. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია 312 მაშველი და ტექნიკის 74 ერთეული". – წერია სამაშველო სამსახურის განცხადებაში.
იერიშის შედეგად დაზარალდა შევჩენკოს, პოდოლსკის, გოლოსეევკის, სვიატოშინის, სოლომენისა და დარნიცკის რაიონები.





