რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა დნეპროპეტროვსკზე იერიში მიიტანა, დაიღუპა 1 ადამიანი

რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 4 ადამიანი.

"18 ივნისის საღამოდან მოყოლებული აგრესორები ნიკოპოლის რაიონს დრონებითა და არტილერიით უტევენ". – წერს სოციალურ ქსელში დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური სერგეი ლისაკი.

თავდასხმის შედეგად დაინგრა კერძო სახლი, ასევე დაიწვა ავტომობილი.

საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შედეგად დნეპროპეტროვკში განადგურებულია 3 რუსული დრონი.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაშავებულთაგან ერთ-ერთი 11 წლის ბიჭია.

კომენტარები