ვიქტორ ორბანი

ორბანი: რუსებს მხოლოდ ძალის ენა ესმით და ევროპა ძლიერი უნდა იყოს

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ რუსებს "მხოლოდ ძალის ენა ესმით", ხოლო ევროპა ამჟამად სუსტ მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ მან ფრანგულ ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"მე ვფიქრობ, რომ რუსებს მხოლოდ ძალის ენა ესმით და ევროპა ძლიერი უნდა იყოს" - თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებები ევროპამ ძლიერი პოზიციიდან უნდა წარმართოს.

ორბანმა აღნიშნა, რომ ევროპა ამჟამად სუსტია და ამიტომ, მას აშშ-ს დახმარება სჭირდება. უნგრეთის პრემიერმინისტრი დარწმუნებულია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპა უნდა გაძლიერდეს. "რუსეთთან სტრატეგიული შეთანხმება საჭიროა, მაგრამ ამას მხოლოდ ძლიერი ევროპა შეძლებს" - განაცხადა მან.

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე არ არსებობს, რადგან "რუსეთი ამისთვის ძალიან სუსტია. მას უკრაინის დამარცხებაც არ შეუძლია და შესაბამისად, ვერც ნატოს შეუტევს".

კომენტარები