ვიქტორ ორბანი

ორბანი: 14 დღეში დონალდ ტრამპმა რამდენიმე მიღებული ზომით მსოფლიო თავდაყირა დააყენა

გუშინ, პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ბრიუსელში ევროკავშირის პირველი სამიტი ჩავატარეთ. ეს უცნაური შეხვედრა იყო. ბრიუსელში ყველამ იცის, რომ ტრამპის ტორნადო ახლოვდება, მაგრამ უმეტესობას ჯერ კიდევ ჰგონია, რომ მისგან თავის დაღწევა შეუძლია. ისინი ცდებიან. 

14 დღეში დონალდ ტრამპმა რამდენიმე მიღებული ზომით მსოფლიო თავდაყირა დააყენა. ამერიკაში გენდერული სიგიჟე დასრულდა, შეწყდა გლობალისტი სოროსის ორგანიზაციების დაფინანსება, დასრულდა არალეგალური მიგრაცია და ასევე შეწყდა რუსეთ-უკრაინის ომის მხარდაჭერა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი, რის თავს მოხვევასაც ბოლო წლებში ცდილობდნენ ჩვენთვის ბრიუსელის ბიუროკრატები, დასრულდა.

მაგრამ აქ სხვა რაღაცაც არის. ჩვენ ასევე შეგვიძლია, დავემშვიდობოთ აქამდე არსებულ მსოფლიო ვაჭრობის წესებს. პრეზიდენტი ტრამპი ამერიკის ინტერესებს დაიცავს, თუნდაც ევროპის წინააღმდეგ. ევროკავშირს მძიმე თვეები ელოდება, ხოლო ბრიუსელის ბიუროკრატებს რთული პერიოდი ექნებათ.

ჩვენ, შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური ურთიერთობების შესანარჩნებლად გვჭირდება შეთანხმება, გარიგება. და მართლაც კარგი გარიგება შეუძლიათ მათ, ვინც არა მხოლოდ იცნობს, არამედ პატივს სცემს ერთმანეთს.

ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი დაბრუნდებოდა, ამიტომ მზად ვიყავით. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და კარგ გარიგებას მივაღწევთ შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. 

რაც შეეხება ბრიუსელის ბიუროკრატებს? საწოლი უკვე გაიშალეთ, ახლა კი ჩაწექით!

წერს უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი თავის X-ზე.

კომენტარები