რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყებიდან 479 დრონით ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა უკრაინაზე გასულ ღამეს ომის დაწყებიდან დრონებით ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა – ოკუპანტებმა თავდასხმისთვის 479 დრონი გამოიყენეს. 

უპილოტო საფრენი აპარატების გარდა, ოკუპანტები უკრაინის სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა ტიპის 20 რაკეტით დაესხნენ თავს. იერიშების სამიზნე, უკრაინის საჰაერო ძალების თქმით, ქვეყნის ცენტრალური და დასავლური რეგიონები გახდა. 

ამავე განცხადების თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მომენტში 277 დრონი და 19 რაკეტა გაანადგურეს, ხოლო სამიზნეს მხოლოდ 10-მა დრონმა დაარტყა. 

რუსეთს საჰაერო იერიშები უკრაინაზე, ჩვეულებისამებრ, გვიან საღამოს ან გამთენიისას მიაქვს, ვინაიდან სიბნელეში დრონების შემჩნევა გაცილებით რთულია. 

გაეროს თანახმად, 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რუსეთის მიერ უკრაინაზე Shahed-ის ტიპის დრონებით თავდასხმებს 12 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსეთი დღემდე ამტკიცებს, რომ მისი იერიშების სამიზნე მხოლოდ სამხედრო ობიექტებია. 

კომენტარები