რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ჩერნიგოვი დაბომბა, არიან დაღუპულები, მათ შორის ერთი ბავშვი

უკრაინის სამაშველო სამსახური

5 ივნისის ღამეს, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით ჩერნიგოვის ოლქზე იერიში მიიტანა.

ჩერნიგოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ვიაჩესლავ ჩაუსის თქმით, ბოლო ინფორმაციით დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი.

"წინასწარი მონაცემებით დაღუპულია 5 ადამიანი – 2 ქალი და ერთი წლის ბავშვი. მათი სხეულები ნანგრევებში იპოვეს". – თქვა ჩაუსმა.

გარდა ამისა, ჭრილობები მიიღო 6-მა ადამიანმა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამაშველო სამსახურის განცხადების თანახმად, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ სექტორში გაჩნდა ხანძარი. განადგურებულია ორი სახლი, ორი ავტოფარეხი, ერთი მანქანა.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები