უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო

უკრაინის დაზვერვა: ოკუპირებულ ზაპოროჟიეში ავაფეთქეთ რუსული სატვირთო მატარებელი

31 მაისს, ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ნაწილში, მელიტოპოლის რაიონში ახლოს, უკრაინის დაზვერვამ რუსული სატვირთო მატარებელი ააფეთქა.

ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

ანგარიშის მიხედვით, სამხედრო დანიშნულების მატარებელს ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით საწვავით სავსე ცისტერნები გადაჰქონდა.

"აფეთქების შედეგად, საწვავით დატვირთული მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ტერიტორიებისა და ყირიმის საკვანძო ლოჯისტიკური არტერია დაზიანებულია". – წერია დაზვერვის ანგარიშში.

ამ ეტაპზე რუსულ მხარეს ზაპოროჟიეში განადგურებული მატარებლის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები