უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო

უკრაინის დაზვერვა: ხერსონში აფეთქდა მანქანა, რომელშიც "ახმატის" ოფიცრები ისხდნენ

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, ოკუპირებულ ხერსონში აფეთქდა მანქანა, რომელშიც რუსული სპეცდანიშნულების რაზმის, ახმატის წევრები ისხდნენ.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 20 მაისს, ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, საკდოვსკისა და ანტონოვკას დასახლებებს შორის, აფეთქდა ავტომანქანა УАЗ Patriot, რომელშიც ახმატის 4 წევრი იმყოფებოდა.

დაზვერვის ინფორმაციით, ოთხივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

აღნიშნულია, რომ პირველ აფეთქების შემდეგ, მანქანაში ტყვია-წამალი აფეთქდა, რომელიც ახმატელებს გადაჰქონდათ.

"უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი თითოეული დანაშაულისთვის იქნება სამართლიანი შურისძიება". – წერია უკრაინის დაზვერვის განცხადებაში.

კომენტარები