უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო

უკრაინის დაზვერვამ ოკუპირებულ ყირიმში რუსული რადიო ლოკაციური სადგური გაანადგურა

უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ოკუპირებულ ყირიმში რუსული რადიო ლოკაციური სადგური C-400 გაანადგურა.

უწყება სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"2025 წლის 28 აგვისტოს, დაზვერვის მთავარი სამმართველოს აქტიური ქმედებების დეპარტამენტის სპეცრაზმელებმა, დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე გაანადგურეს მტრის ძვირადღირებული რადიო ლოკაციური კომპლექსი C-400". – წერია უწყების განცხადებაში.

28 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დაზვერვის სამსახურმა რუსულ სარაკეტო ხომალდზე მიიტანა იერიში.

კომენტარები