რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსული იერიშის შედეგები სუმის ოლქში, 2025 წლის 29 მაისი
სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია

რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე 90 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებულია 10 დრონი.

გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 46 უპილოტო საფრენი აპარატი.

სუმის ოლქზე იერიშის შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი. გარდა ამისა დაჭრილია ერთი მშვიდობიანი მაცხოვრებელი.

ოკუპანტების დარტყმის შედეგად სუმის ოლქში დაზიანდა რამდენიმე ფერმა და საცხოვრებელი სახლი.

ასევე, ხერსონის ოლქში, ქალაქ ბორისლავში, რუსული უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოგდებული ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაციის შედეგად დაიღუპნენ 33 და 46 წლის კაცები.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები