გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, გერმანიის სამხედრო ძალები მზად არიან დაიცვან ბალტიის რეგიონი "ნებისმიერი საფრთხის" წინააღმდეგ. ამის შესახებ მერცმა ლიტვაში ისაუბრა, სადაც NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად შექმნილი საბრძოლო ტანკების ბრიგადის შექმნის აღსანიშნავად ჩავიდა.
როგორც Bloomberg წერს, ვილნიუსში მერცმა და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა 45-ე სატანკო ბრიგადის წარდგენის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. გამოცემის ცნობით, გერმანიის მიზანია ბრიგადის სრულად ჩამოყალიბების პროცესის 2027 წლის ბოლომდე დასრულება, რაც ადგილზე დაახლოებით 5 000-მდე სამხედროს განთავსებას მოიცავს. ეს იქნება პირველი ქვეყნის გარეთ განლაგებული საბრძოლო ტანკების ბრიგადა მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ.
"ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, დავიცვათ NATO-ს ტერიტორია ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ". - თქვა მერცმა ლიტვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მერცის თქმით, რეგიონში ბალტიის რეგიონის უსაფრთხოება, მათ შორის, გერმანიის უსაფრთხოების საკითხია.





