რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

რუსეთი: უკრაინამ მოსკოვზე და რამდენიმე რეგიონზე 100-ზე მეტი დრონით იერიში მიიტანა

Informator.ru

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 22 მაისს უკრაინამ მოსკოვზე და რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური იერიში მიიტანა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დედაქალაქისკენ მიმავალი 35 უკრაინული დრონი გაანადგურა.

თავდაცვის სამინისტროს ანგარიშის თანახმად, სულ საჰაერო თავდაცვის ძალებმა 105 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

უკრაინული დრონების იერიშის შესახებ განცხადება გააკეთა ასევე ტულის ოლქის მეთაურმა დმიტრი მილიაევმა. მისი თქმით, ერთ-ერთი დრონი მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობის სახურავს დაეჯახა.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილებით ფრენები შეწყდა მოსკოვში მდებარე დომოდედოვოს, ვნუკოვოს, შერემეტიევოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებმა. გარდა ამისა დროებით გაჩერდა ტამბოვისა და ვლადიმირის აეროპორტები.

კომენტარები