რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი

ტუსკის თქმით, პოლონეთის სამხედრო ძალებმა ბალტიის ზღვიდან "ჩრდილოვანი ფლოტის" გემი განდევნეს

პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი
 REUTERS/Aleksandra Szmigiel/File Photo

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთის სამხედრო ძალებმა რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" გემი პოლონეთი-შვედეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის სიახლოვიდან განდევნეს.

"რუსული გემი "ჩრდილოვანი ფლოტიდან", რომელიც სანქციების ქვეშ იმყოფება, პოლონეთსა და შვედეთს შორის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის სიახლოვეს საეჭვო მანევრებს ასრულებდა, ჩვენი სამხედროების ეფექტიანი ჩარევის შემდეგ გემი რუსულ პორტში გაემართა". - წერს ტუსკი პლატფორმა X-ზე.

პოლონეთის საზღვაო ძალების სარდლის, ვიცე-ადმირალ კშიშტოფ იავორსკის თქმისთ, გემი სახელად Sun ანტიგუას დროშის ქვეშ ცურავდა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამხედრო-საჰაერო პატრულმა გემი დააფრთხო, ხოლო პოლონეთის საზღვაო ძალების გემი ORP Heweliusz ინციდენტის ადგილზე გაემართა.

600 მეგავატიანი წყალქვეშა კაბელი შვედეთის კარლშამნის სანაპიროს პოლონეთის ქალაქ უსტკას უკავშირდება.

"ეს ცხადყოფს, რამდენად საშიში დრო დგას და რამდენად სერიოზულია ვითარება ბალტიის ზღვაში,". - თქვა კოსინიაკ-კამიშმა პრესკონფერენციაზე.

მანამდე, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ საქნციებვის მე-17 პაკეტი დაამტკიცა.

ახალი სანქციები რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 189 ხომალდს, სანქციების გვერდის ავლაში ჩართულ 31 კომპანიასა და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 75 პირსა და სუბიექტს შეეხება.

კომენტარები