რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტი

გაერთიანებული სამეფო რუსეთთან დაკავშირებული ტანკერის დაკავებით იმუქრება – The Guardian

გაერთიანებული სამეფოს საპატრულო ხომალდი HSM Severn (ქვემოთ) რუსულ კორვეტ RFN Stoikiy-ს მიჰყვება
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფო რუსეთთან დაკავშირებული ნავთობტანკერის დაკავებით დაიმუქრა, რაც ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" გამო ორ ქვეყანას შორის გაზრდილ დაძაბულობაზე მიანიშნებს. 

თავდაცვის სფეროს წყაროებმა გამოცემას დაუდასტურეს, რომ ნავთობტანკერის დაკავების მიზნით სამხედრო ვარიანტების NATO-ს მოკავშირეებთან გამართული დისკუსიების დროს განისაზღვრა. 

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ გაერთიანებული სამეფო აშშ-ს რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის დაკავებაში დაეხმარა, მას შემდეგ, რაც რამდენიმეკვირიანი დევნის შემდეგ ხომალდი ბრიტანეთის სანაპიროს მიუახლოვდა. 

კომენტარები