ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის თქმით, მას არ სჯერა, რომ აშშ-სთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს.
"არაპირდაპირი მოლაპარაკებები მის [პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის] დროსაც იყო, ზუსტად ისე, როგორც ახლა, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ახლაც შედეგი არ იქნება" – ამბობს ხამენეი.
ირანის ლიდერმა ასევე "მიუღებელი" უწოდა აშშ-ს მიერ ირანის მიმართ მოწოდებებს, რომ სრულად შეაჩეროს ურანის გამდიდრების პროგრამა.
"არავინ ელოდება ამა თუ იმ მხარის ნებართვას. ისლამურ რესპუბლიკას საკუთარი პოლიტიკა და მიდგომა აქვს და საკუთარ გზას მიუყვება" – თქვა ხამენეიმ.
16 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით წინადადება შესტავაზა, თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ თეირანს ასეთი წინადადება არ მიუღია.
"არ არსებობს სცენარი, რომელშიც ირანი თავის ლეგიტიმურ უფლებაზე, მშვიდობიანი მიზნებისთვის ურანის გამდიდრებაზე, უარს იტყვის". - აღნიშნა არაღჩიმ.
მისი თქმით, აშშ-ს პოზიციის მუდმივი ცვლილება მოლაპარაკებებს აჭიანურებს.
მანამდე ტრამპმა 15 მაისს თქვა, რომ აშშ ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოსაა და დაამატა, რომ თეირანი "გარკვეულწილად" დათანხმდა ამერიკული მხარის პირობებს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



