უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები

ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ პუტინმა განცხადება გააკეთა – მთავარი გზავნილები

დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი
NBC

19 მაისს დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც 2 საათი გრძელდებოდა.

პრეზიდენტების საუბრის შემდეგ პუტინი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავარი გზავნილები, რომელიც პუტინმა ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა:

  • პუტინის თქმით, ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე თავისი პოზიცია გამოთქვა;
  • უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტა შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემდეგ შესაძლებელია;
  • რუსეთისა და უკრაინის მემორანდუმებში შესაძლოა შევიდეს ცეცხლის შეწყვეტისა და დარეგულირების საკითხები;
  • რუსეთმა და უკრაინამ უნდა იპოვონ კომპრომისები, რომელიც ორივე მხარეს აწყობს;
  • კონტაქტის აღდგენა სტამბულში მოწმობს, რომ ორივე მხარე მთლიანობაში სწორ მხარეს დგას;

პუტინმა ასევე მაღალი შეფასება მისცა ტრამპთან საუბარს და აღნიშნა, დიალოგი ძალიან კონსტრუქციული იყო.

განცხადების ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთლიანობაში რუსეთის პოზიცია "ნათელია" და მთავარია "აღმოიფხვრას ამ კრიზისის პირველადი მიზეზები".

"თუ საჭირო გახდა რამის დაზუსტება სპიკერი პესკოვი და ჩემი დამხმარე უშაკოვი მოგვიანებით განმარტებებს გააკეთებენ". – თქვა პუტინმა.

კომენტარები