რუსეთის სასამართლომ უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველს, თორნიკე გოგუაძეს დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესცენტრი ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, სასამართლომ გუგუაძე შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობაში სცნო დამნაშავედ.
თორნიკე გოგუაძე უკრაინაში მოხალისედ 2022 წელს, რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე წავიდა.





