რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ლავროვმა, პუტინის სტამბოლში ჩასვლის მოთხოვნის გამო, ზელენსკის "საცოდავი ადამიანი" უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, 2023 წლის 31 აგვისტო.
REUTERS/Maxim Shemetov/Pool/File Photo

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თურქეთში პუტინის ჩასვლის მოთხოვნის გამო "საცოდავი ადამიანი" უწოდა.

"თავდაპირველად, ზელენსკი მოითხოვდა, რომ პუტინი პირადად ჩასულიყო. ჰო, საცოდავი ადამიანია. მერე კი უფროსმა მეგობრებმა აუხსნეს, რომ ასე სულელურად არ უნდა იქცეოდეს და საჭიროა მოლაპარაკებების გამართვა," - თქვა ლავროვმა.

მოლაპარაკებები 15 მაისის დილას უნდა დაწყებულიყო, თუმცა შემდეგში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ მოლაპარაკებები გადაიდო და ის დღის მეორე ნახევარში დაიწყება.

გასულ დღეს კრემლმა რუსეთის დელეგაციის წევრები დაასახელა: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი.

11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზა. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ხოლო პუტინის ინიციატივის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდებოდა.

კომენტარები