რას გადაწყვეტენ ჩემთან მიმართებაში არ ვიცი, მაგრამ რეალობა იგივეა. ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი პოზიცია ამ შემთხვევაში რაც შეიძლება იყოს, არის არანაირი გირაო, არ შეიძლება რეჟიმთან რაიმე ფორმით თანამშრომლობა, ჩემი აზრით. ამიტომ, ის რომ ვიღაცები სადღაც შეიკრიბნენ, საკუთარ თავს პარლამენტი დაარქვეს და მერე რაღაც კომისია შექმნეს და გიბარებენ, მაგ თამაშში არ უნდა აჰყვე. მგონია, რომ საბოლო ჯამში თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასა და ქცევაზე დადის ამ რეჟიმთან დაპირისპირება და ის, როდის დამარცხდება ეს რეჟიმი.
tbl.ge/76w5
დაკოპირდა

აცხადებს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე. 16 აპრილს მას სასამართლომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო დააკისრა.
დღეს, 14 მაისს, გირაოს გადაუხდელობისთვის ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა. კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გირაოს გადახდას არც ის აპირებს.
ამავე თემაზე
- ენმ: საკონსტიტუციომ წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელი არ მიიღო
- პაპუაშვილი: ენმ-ს დანაშაულებზე კომისიის დასკვნა ინგლისურად ვთარგმნეთ და საელჩოებს გადავცემთ
- გივი თარგამაძემ საპატიმრო დატოვა
- წულუკიანი: 13-20 წლის წინ რაც იყო, უკვე ისტორიაა, ჩემი აზრით, სასწავლო პროცესში შესატანია
- სუბარი 2008 წლის ომზე: ენმ-ს რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი უნდოდა მშვიდობიან მოსახლეობაში




