წულუკიანის კომისია

გვარამია: არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ

მე 20 ივნისს მაქვს წინასასამართლო პროცესი წულუკიანის “კომისიის” საქმეზე, მაგრამ გირაოს გადახდა მიწევს ყველაზე გვიან (50 დღე მომცა სასამართლომ და არა 30)

ყოველგვარი შეკითხვების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ. არც იმათ მიმართ ვაპირებ საყვედურების გამოთქმას, ვინც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს: პირადი გადაწყვეტილების საკითხია.

 - წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, რომელსაც  წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 17 აპრილს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

კომენტარები