მოლდოვა

კიშინიოვის სასამართლომ გაგაუზიის პრორუს ლიდერს შიდაპატიმრობა გაუხანგრძლივა

გაგაუზიის პრორუსი ლიდერი ევგენია გოცული

კიშინიოვის სასამართლომ მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი გაგაუზიის რესპუბლიკის ლიდერს, ევგენია გოცულს შიდაპატიმრობა 30 დღით გაუხანგრძლივა.

გუცულს შიდაპატიმრობაში ყოფნა მიმდინარე წლის 13 ივნისამდე მოუწევს.

10 აპრილს კიშინიოვის სასამართლომ პრორუს პოლიტიკოსს პირველი შიდაპატიმრობა მიუსაჯა, რომელიც 20-დღიანი იყო.


ევგენია გუცული 26 მარტს კიშინიოვის აეროპორტში ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

გოცულს დაფინანსების უკანონოდ მიღებას და 2023 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ფალსიფიკაციას ედავებიან.

წინასწარ პატიმრობაში მყოფმა პრორუსმა პოლიტიკოსმა დახმარებისთვის ჯერ ვლადიმირ პუტინის, მოგვიანებით კი რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართა.

გუცულის დაკავებიდან მცირე დროში მოლდოვამ რუსეთის საელჩოდან სამი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. პასუხად რუსეთმა ანალოგიურად 3 მოლდოველი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკის ბაშკანი (ლიდერი) ევგენია გუცული ღიად პრორუსი პოლიტიკოსია.

2024 წელს ის რამდენჯერმე ჩავიდა მოსკოვში, ერთ-ერთ ვიზიტზე გუცული ვლადიმირ პუტინს შეხვდა. გაგაუზიის ლიდერი პირველი მოლდოველი ოფიციალური პირია, რომელიც რუსეთში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩავიდა.

გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკა 1994 წელს დაარსდა, აქამდე მათ სეპარატისტული მისწრაფებები ჰქონდათ. რეგიონი ეთნიკური უმცირესობით, გაგაუზებით არის დასახლებული. 2023 წლის არჩევნებში პრორუსულმა პარტია შორმა გაიმარჯვა, რომლის წარმომადგენელი ევგენია გოცული რესპუბლიკის ბაშკანი გახდა. გოცულს არა ერთხელ უთქვამს, რომ რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობას ემხრობა.

ვრცლად, მოლდოვაში არსებულ სეპარატიზმზე, დნესტრისპირეთსა და გაგაუზიაზე წაიკითხეთ აქ – დნესტრისპირეთი და ომი უკრაინაში – გაყინული კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე.

კომენტარები