რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ვენსი: მიგვაჩნია, რომ რუსები ზედმეტს ითხოვენ, უკრაინული მხარეც ძალზე მნიშვნელოვანია

არ არის აუცილებელი, თანხმდებოდე რუსეთის მხრიდან ომის გამართლებას და, ცხადია, მე და პრეზიდენტს ორივეს გვაქვს გაკრიტიკებული სრულმასშტაბიანი შეჭრა [უკრაინაში], მაგრამ უნდა სცადო და გაიგო, რა პოზიციიდან გელაპარაკება მეორე მხარე.

ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი ძალზე მიზანმიმართული იყო, რათა რუსებისთვის ეიძულებინა, ეთქვათ: "აი რა გვსურს ამ კონფლიქტის დამთავრებისთვის" და, კიდევ ერთხელ, არ არის აუცილებელი ამაზე თანახმა იყო. შეიძლება ფიქრობდე, რომ მოთხოვნა ძალზე მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, პირველ სამშვიდობო შემოთავაზებაზე, რომელიც რუსეთმა წამოწია წინ, ჩვენი რეაქცია იყო, რომ "ზედმეტად ბევრს ითხოვთ", მაგრამ მოლაპარაკებები ასე წარიმართება და არ ვიტყოდი... ჯერ არც ისე პესიმისტურად ვარ განწყობილი ამასთან დაკავშირებით.

არ ვიტყოდი, რომ რუსებს არ აინტერესებთ ამის დამთავრება. რასაც ვიტყოდი არის ის, რომ ამჟამად რუსებს გარკვეული მოთხოვნები აქვთ, გარკვეულ დათმობებს ითხოვენ, რათა კონფლიქტი დამთავრდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი ზედმეტს ითხოვენ.

რა თქმა უნდა, უკრაინული მხარეც ძალზე მნიშვნელოვანია. ისინი მეორე მხარე არიან, ყოველ შემთხვევაში, უშუალოდ კონფლიქტში და უნდა ვიკითხოთ, "რა სჭირდებათ უკრაინელებს, რათა ამ კონფლიქტის დასრულება წარმატებული იყოს.

თქვა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის ლიდერთა შეხვედრაზე.

კომენტარები