აშშ

ბოლო ერთ კვირაში, წითელ ზღვაში აშშ-მ მეორე გამანადგურებელი დაკარგა

ბოლო ერთ კვირაში, აშშ-მ წითელ ზღვაში მეორე F/A-18 Super Hornet-ის ტიპის გამანადგურებელი დაკარგა.

ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია $60 მილიონის ღირებულების გამანადგურებელის ზღვაში გადავარდნა, თუმცა წყაროები CNN-თან ამბობენ, რომ გამანადგურებელი ავიამზიდზე დაშვებას ცდილობდა, რა დროსაც პილოტს და ბორტზე მყოფ კიდევ ერთ პირს კატაპულტირება მოუწიათ. 

პირველი ასეთი შემთხვევა 29 აპრილს მოხდა. არსებული ინფორმაციით, გამანადგურებლის ზღვაში მას შემდეგ გადავარდა, რაც ავიამზიდმა მკვეთი მოხვევა გააკეთა, რათა ჰუსიტების იერიშისგან თავი დაეცვა. 

კომენტარები