4 მაისს, რუსეთმა კიევზე დრონებით იერიში მიიტანა. კიევის საომარი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ, თავის ტელეგრამ არხზე განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი - 14 და 17 წლის ასაკის.
დრონების ნამსხვრევებმა სხვადასხვა რაიონში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი დააზიანა.

ქალაქის ერთ-ერთ რაიონში დაზიანდა სავაჭრო ცენტრი, სულ მცირე შვიდ ავტომობილსა და მრავალსართულიანი კორპუსის ზედა სართულებს ხანძარი გაუჩნდა.
თავდასხმის ადგილებზე სამაშველო და სახანძრო ჯგუფები მუშაობდნენ.






