გერმანიაში ქალაქ შტუტგარტში მძღოლი მანქანით ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 8 ადამიანი დაშავდა.
შტუტგარტის პოლიციის ინფორმაციით, მძღოლი მერსედესის ბრენდის შემთხვევა ოლგეკის ტრამვაის სადგურთან ადგილობრივი დროით 17:50 საათზე მოხდა.
პოლიციის თანახმად, შემთხვევა ტრაგიკული საგზაო შემთხვევა იყო და თავდასხმის ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს. მათივე ცნობით, მანქანის მძღოლი დააკავეს და საზოგადოებას საფრთხე აღარ ემუქრება.
"გამოძიების ახლანდელი მდგომარეობისა და არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ჩვენი კოლეგები ოლგეკის შემთხვევის ადგილზე ფიქრობენ, რომ ეს ტრაგიკული საგზაო შემთხვევა იყო. ჯერჯერობით თავდასხმისა ან მიზანმიმართული ქმედების ნიშნები არ ჩანს". - წერს შტუტგარტის პოლიცია X-ზე.
შემთხვევის ადგილი პოლიციამ გადაკეტა და მძღოლებსა და ქვეითებს ტერიტორიისთვის თავის არიდება ურჩია.





