აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ტემი ბრიუსი განმარტავს, რომ აშშ-ს პოზიცია რუსეთ-უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებში პროგრესის საჭიროებაზე უცვლელია, ხოლო აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობა ამ ეტაპზე არ შეუწყვეტია და აშშ-ს, როგორც შუამავლის, შესახებ კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.
"ბევრი "ფეიკ ნიუსია". აქ უკრაინელი სპიკერი ხაზს უსვამს ჩემი შენიშვნების კონტექსტს. მხარეების მხრიდან რეალური პროგრესის საჭიროებაზე ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა". - წერს ბრიუსი X-ზე.
ბრიუსი ამას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, გეორგი ტიხის პოსტზე აკომენტარებს, რომელშიც ხაზგასმულია, რომ აშშ-მ რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობაზე პოზიცია არ შეუცვლია.
"ახლა დავუკავშირდი სახელმწიფო მდივანს და დავადასტურეთ, რომ მისი კომენტარი აშშ-ს, როგორც შუამავლის, როლის შესახებ ამ კვირაში მისი ადრინდელი კომენტარების კონტექსტში იყო გაკეთებული - "თუ არ იქნება პროგრესი, განზე გავდგებით, როგორც პროცესის შუამავლები". ეს არ არის ახალი პოზიცია, არამედ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ აქამდეც გამოხატულა". - წერს ტიხი.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობა შეწყვიტა.





