ნელ-ნელა ჩვენ უკვე იქამდე მივდივართ, სადაც, საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, იმედი გვაქვს, იმ პოლიტიკის წყალობით, რასაც ახლა ქართული ოცნება ახორციელებს, რეალურ შინაარსს შეიძენს და იმ ახალგაზრდებს, ვინც აქ ბრძანდებიან, პარლამენტის სტაჟიორებს - ვინც გვისმენს, ვინც შემდეგ ხელისუფლება უნდა გადაიბაროს, მათ უკვე ისეთი სამართავი სახელმწიფო ექნებათ, სადაც, ქვეყნის შიდა საქმეებთან დაკავშირებით, აქ გამოგზავნილი უცხოელი ელჩის აზრი საინტერესო საერთოდ არ იქნება.
ნელ-ნელა აქეთკენ უნდა წავიდეთ, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, 2012 წლიდან დღემდე, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, არცერთი ელჩი არ სცემდა პატივს ჩვენს სუვერენიტეტს - არცერთი არ სცემდა პატივს იმ სისხლს, რომელიც ქართველებმა თავისუფლებისთვის ბრძოლაში დავღვარეთ და მხარს მიხეილ სააკაშვილს უჭერდა.





