2 მაისს, რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე 150 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, განადგურებულია 64 დრონი.
ასევე, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად, ლოკაციურად დაიკარგა 62 უპილოტო საფრენი აპარატი.
იერიშის შედეგად დაზარალდა დონეცკის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქები. უკანასკნელში დაშავდა 28 მშვიდობიანი მოსახლე.
საჰაერო თავდაცვისა და რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების გარდა, იერიშის მოგერიებაში ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები და უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები მონაწილეობდნენ.
რუსებმა დრონები ბრიანსკისა და პრიმორსკო-ახტარსკისა რეგიონებიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან ააფრინეს.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.





