რუსეთი

პესკოვი: ჩვენ გაგვიმართლა, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი პუტინია

დიმიტრი პესკოვი და ვლადიმირ პუტინი

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის აზრით, რუსეთის მოქალაქეებს გაუმართლათ, რომ ვლადიმირ პუტინი მათი პრეზიდენტია

"პუტინი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია და ჩვენ გაგვიმართლა, რომ ის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია," - თქვა კრემლის წარმომადგენელმა საგანმანათლებლო მარათონისას სიტყვით გამოსვლის დროს.

ამავე საგანმანათლებლო მარათონის ფარგლებში, პესკოვმა უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით "რუსეთის ლიდერმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისას სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და გააკეთა ის, რაც საჭირო იყო".

მისივე განცხადებით, ბოლო დროს "ნაცისტები ცდილობდნენ ზეწოლის მოხდენას მოქმედ ხელისუფლებაზე", რასაც რუსეთის მხრიდან რეაგირება სჭირდებოდა. როგორც კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, "რუსი ხალხის ვალია - გაიმარჯვოს".

კომენტარები