რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

პესკოვი: რუსეთი მზად არის, წინაპირობების გარეშე განაგრძოს უკრაინასთან მოლაპარაკებები

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი
Ria

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი ყველანაირი წინაპირობის გარეშე მზად არის, უკრაინასთან აწარმოოს სამშვიდობო მოლაპარაკებები.

ტრამპის წარმომადგენელთან, უიტკოფთან გუშინდელი საუბრის დროს პრეზიდენტმა პუტინმა გაიმეორა, რომ რუსული მხარე მზად არის, ყველანაირი წინაპირობის გარეშე განაგრძოს მოლაპარაკებები უკრაინასთან" – ამბობს პესკოვი. 

ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა 25 აპრილს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამსაათიანი შეხვედრა გამართა.

კრემლის ინფორმაციით, შეხვედრის თემა უკრაინის ომის დასრულების ამერიკული გეგმა იყო და შეხვედრის შედეგად ორი ქვეყნის პოზიციები ერთმანეთს დაუახლოვდა.

კრემლის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა იური უშაკოვმა, რომელიც შეხვედრაში მონაწილეობდა, შეხვედრა "კონსტრუქციულად და ძალიან სასარგებლოდ" შეაფასა.

"საუბარმა საშუალება მოგვცა, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პოზიციები უფრო დაახლოებულიყო, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სხვა საერთაშორისო საკითხების გარშემოც". - აღნიშნა უშაკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, შეხვედრაზე რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესძლებლობა განიხილეს განახლების შესაძლებლობა“.

უიტკოფის ვიზიტს წინ უძღვის ტრამპის კრიტიკა რუსეთის მიმართ 24 აპრილს კიევზე მომაკვდინებელი თავდასხმის გამო. 

რუსეთმა გუშინ უკრაინის დედაქალაქზე დრონებითა და რაკეტებით მასიური იერიში მიიტანა, რასაც, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვები. 

ტრამპი აღნიშნულს Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოეხმაურა. 

"მე არ ვარ კმაყოფილი რუსეთის დარტყმებით კიევზე. არასაჭიროა და ამისთვის ძალიან ცუდი დროა. ვლადიმირ, გაჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი კვდება. მოდით, დავასრულოთ სამშვიდობო შეთანხმება!" - წერდა ტრამპი. 

კომენტარები