რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

70 რაკეტა, 145 დრონი – რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა

კიევის დაბომბვის შედეგები, 2025 წლის 24 აპრილი
Echo Kavkaza

24 აპრილს რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე დრონებითა და რაკეტებით მასიური იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით მტერმა 70 რაკეტა და 145 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.

საჰაერო თავდაცვამ 215 საჰაერო სამიზნის განადგურება შეძლო:

  • 7 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერი;
  • 31 ფრთოსანი რაკეტა X-101;
  • 6 ფრთოსანი რაკეტა კალიბრი;
  • 4 ერთეული X-59/X-69 საავიაციო მართვადი რაკეტა;
  • 64 უპილოტო საფრენი აპარატი;

გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად, ლოკაციურად დაკარგულია 68 დრონი.

იერიშის მოგერიებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა უკრაინის ავიაცია, მათ შორის ავიაგამანადგურებლები Mirage და F-16.

კომბინირებული თავდასხმის შედეგად დაზარალდა კიევის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირის, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის რეგიონები.

დრონებითა და რაკეტებით დაიბომბა უკრაინის დედაქალაქი. შედეგად დაიღუპა მინიმუმ 8 (სხვადასხვა ინფორმაციით დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე აღწევს) ადამიანი. დაშავდა 70-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის რამდენიმე ბავშვი.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები