სამშვიდობო მოლაპარაკებები

ზელენსკი: 23 აპრილს ლონდონში უკრაინის, აშშ-სა და ევროპის მოლაპარაკებები გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
kyivindependent.com

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ უკრაინის, აშშ-სა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები 23 აპრილს ლონდონში სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ.

"ველაპარაკე გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ კიმ სტარმერს, კარგი და დეტალური საუბარი გვქონდა. უკვე ოთხშაბათს ჩვენი წარმომადგენლები ლონდონში იმუშავებენ. უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და აშშ – მზად ვართ მაქსიმალურად კონტრუქციულად ვიმუშაოთ, რათა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, შემდეგ კი რეალურ და მყარ მშვიდობას". – წერს სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკი.

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-ს მხრიდან მარკო რუბიო, სტივ უიტკოფი და კით კელოგი დაესწრებიან.

Meduza წყაროებზე დაყრდნობით წერს რომ, უკრაინის მხრიდან შეხვედრაზე იქნებიან ანდრეი ერმაკი, რუსტემ უმეროვი, ანდრეი სიბიგა და პაველ პალისა.

კომენტარები