უკრაინაში 909 დაღუპული უკრაინელი მებრძოლის ცხედარი ჩაასვენეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაღუპულები კურახოვეს, პოკროვსკის, ბახმუტის, უგლედარის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, სუმისა და ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა, ზოგიერთი ცხედარის რეპატრიაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული მორგებიდან მოხერხდა.
საკოორდინაციო შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის სამშობლოში დაბრუნებული ცხედრების გადაცემა უზრუნველყვეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხედრები შემდგომ სამართალდამცავი ორგანოებსა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის წარმომადგენლებს გადაეცემათ, ხოლო ვინაობის დადგენაზე გამომძიებლები შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებთან ერთად იმუშავებენ.
პროცესში მონაწილეობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმაც მიიღო.