რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ხერსონი და ნიკოპოლი დაბომბეს, არიან დაღუპულები

ნიკოპოლის დაბომბვის შედეგები, 2025 წლის 17 აპრილი
Pravda.ua

17 აპრილს, 10:30 საათზე რუსეთის ავიაციამ იერიში მიიტანა ქალაქ ხერსონზე. 

იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი კაცი, დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 15 წლის მოზარდი.

"15 წლის ბავშვმა მძიმე ჭრილობები მიიღო. ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან". – წერს ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა რომან მროჩკო.

გარდა ამისა, ოკუპანტებმა არტილერიით იერიში მიიტანეს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლზე. 

თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი კაცი, კიდევ 5 ადამიანი დაშავდა.

"ნიკოპოლში დაიღუპა ორი კაცი – 61 და 56 წლის. რუსებმა ისინი მოკლეს, როდესაც ქალაქს მძიმე არტილერიით ბომბავდნენ". – განაცხადა დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, სერგეი ლისაკმა.

დაბომბვის შედეგად ქალაქში გაჩნდა ხანძარი. დაზიანდა კაფე, კერძო სახლები, სამეურნეო ნაგებობები, ავტობუსი და ავტობუსის გაჩერება.

კომენტარები