ივანიშვილის წარმომადგენლის 15 აპრილის განკარგულებით, კობახიძე მიხეილ ყაველაშვილს სომხეთში ვიზიტზე თანხმობას აძლევს - ვიზიტი 28-29 აპრილს შედგება.
"საქართველოს პრეზიდენტს მიეცეს თანხმობა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან და უმაღლეს პატრიარქთან შეხვედრების გამართვის მიზნით, 2025 წლის 28-29 აპრილს სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებულ წერილით წარმოდგენილ წინადადებაზე" - წერია განკარგულებაში.
ყაველშვილმა დღეს აზერბაიჯანში პირველი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.





