რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აზოვის ბრიგადა უკრაინის ეროვნული გვარდიის აზოვის 1-ელ კორპუსად გარდაიქმნა

აზოვის სამხედროები წვრთნების დროს
აზოვის ტელეგრამ არხი  

მე-12 სპეციალური დანიშნულების ბრიგადა აზოვი უკრაინის ეროვნული გვარდიის 1-ელ კორპუსად გარდაიქმნა. ცნობა აზოვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე გაავრცელა.

ბრიგადის მეთაური, დენის პროკოპენკო, ზედმეტსახელად რედისი, კორპუსის მეთაური გახდა.

"11 წლის განმავლობაში, ჩვენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე ვიყავით და ვრჩებით ჩვენი მთავარი მიზნის, უკრაინის სუვერენიტეტისა  და დამოუკიდებლობის დაცვის ერთგულები. მადლობა სამხედროებს, რომლებიც ჩვენს მხარდამხარ დადიან, მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერს აზოვს ყველანაირ შესაძლო დონეზე, მადლობა მათ, ვინც ჩვენი ტყვეების გათავისუფლებისთვის იბრძვიან." - თქვა პროკოპენკომ გავრცელებულ მიმართვაში და აღნიშნა, რომ კორპუსს ბევრი სამუშაო ექნება. 

აზოვის კორპუსის შემადგენლობაში შედიან: ოპერატიული დანიშნულების პირველი საპრეზიდენტო ბრიგადა ბურევიი, სპეციალური დანიშნულების 12-ე ბრიგადა აზოვი, ოპერატიული დანიშნულების მე-14 ბრიგადა ჩერვონა კალინა, ოპერატიული დანიშნულების 15-ე ბრიგადა კარა-დაგი და ოპერატიული დანიშნულების 20-ე ბრიგადა ლიუბარტი.

ეროვნულ გვარდიაში შეიქმნა მეორე ახალი კორპუსიც. მეორე კორპუსი უკრაინის ეროვნული გვარდიის ოპერატიული დანიშნულების მე-13 ბრიგადა ხარტიის ბაზაზე შეიქმნა. მას ხარტიის მეთაური, იგორ ობოლენსკი, ზედმეტსახელად კორნეტი უხელმძღვანელებს.

კომენტარები