აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი გამოცემა UnHerd-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის შეფასება აბსურდულია.
"მე ვცადე სტრატეგიული აღქმის გამოყენება, თუ გინდა, რომ კონფლიქტი დასრულდეს, უნდა ეცადო ორივე მხარის, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის სტრატეგიული მიზნების გაგებას. ეს არ ნიშნავს, რომ მორალურად მხარს უჭერ რუსეთის მიზანს ან მხარს უჭერ სრულმასშტაბიან შეჭრას, მაგრამ უნდა შეეცადო, გაიგო, თუ სად გადის მათი სტრატეგიული წითელი ხაზები, ზუსტად ისე, როგორც უნდა სცადო უკრაინის მიზნების გაგებაც ამ კონფლიქტში.
ვფიქრობ, ერთგვარი აბსურდია, რომ ზელენსკიმ აშშ-ს მთავრობას უთხრას, რომელიც დღეს მთელი მისი მთავრობისა და სამხედრო ძალისხმევის მთლიანობას უჭერს მხარს, რომ ჩვენ როგორღაც რუსების მხარეს ვართ". - თქვა ვენსმა.
მანამდე, CBS-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის ქმედებებს ამართლებს.
უკრაინის პრეზიდენტმა წუხილი გამოთქვა, რომ აშშ-ში ჭარბობს რუსული ნარატივები, ზოგს კი დღემდე სჯერა, რომ რუსეთი აგრესორი არ არის.





