ჩეთჩნეთი

18 წლის ასაკში ადამ კადიროვი ჩეჩნეთის გმირი მეორედ გახდა

ადამ და რამზან კადიროვები
Spektr.press

ჩეჩნეთის პრემიერმინისტრმა, მაგომედ დაუდოვმა განაცხადა, რომ რამზან კადიროვის ვაჟს, ადამ კადიროვს, ჩეჩნეთის გმირის წოდება განმეორებით მიენიჭა.

18 წლის ადამ კადიროვი ამჟამად მამის თანაშემწედ და ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივნად არის დანიშნული.

როგორც დაუდოვმა აღნიშნა, წოდება მას მიენიჭა "სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ხალხისადმი თავდადებული სამსახურისთვის, აქტიური და ნაყოფიერი საქმიანობისთვის, რომელიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყოვლისმომცველი მხარდაჭერისკენ არის მიმართული, ასევე რუსეთის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით".

ცნობისთვის, სანამ ადამ კადიროვს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდებას პირველად 2023 წელს მიანიჭებდნენ, რამზან კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თავისი 15 წლის შვილი ყურანის დაწვის საქმეში ბრალდებულ პირს, ნიკიტა ჟურავიელს სცემდა.

კომენტარები