ტაჯიკეთი

ტაჯიკეთში დღის განმავლობაში 4 მიწისძვრა მოხდა, დაიღუპა 1 ბავშვი

მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობა ტაჯიკეთში, 2025 წლის 13 აპრილი
Orda

13 აპრილს ტაჯიკეთის აღმოსავლეთში დღე-ღამის განმავლობაში 4 მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაინგრა 29 საცხოვრებელი სახლი. ერთ-ერთ შენობაში კედლის ნანგრევებში დაიღუპა 3 წლის ბავშვი.

ყველაზე ძლიერი, 5.8-ბალიანი ბიძგი 9:24-ზე მოხდა. 20:00-მდე ტაჯიკეთში კიდევ სამი ბიძგი დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე – 4,3 და 5 ბალი.

ადგილზე მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

კომენტარები