ტაჯიკეთი

ტაჯიკეთი "ექსტრემისტული" პოსტების მოწონების გამო სისხლის სამართლებრივ დევნას წყვეტს

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა, ემომალი რაჰმონმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სოციალურ მედიაში ტერორიზმისა ან სხვა სერიოზული დანაშაულების საჯარო მოწოდებების შემცველი პოსტების "მოწონებისთვის" სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აუქმებს. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესამსახური ადასტურებს.

ოფიციალური მონაცემებით, სოციალურ ქსელებში ხელისუფლების მიერ "ექსტრემისტულად" მიჩნეული პოსტების მოწონებისა ან კომენტარებისთვის 1 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მედიის ცნობით, ადამიანები დაკავებულები არიან, მათ შორის, ტაჯიკი ოპოზიციონერების ვიდეობისა და პოსტების მოწონებისთვის.

2018 წელს ტაჯიკეთის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლებიც ინტერნეტ სივრცეში ტერორიზმის საჯარო გამართლების კრიმინალიზაციას ითვალისწინებდა. ამის შემდეგ კი ქვეყანაში დაიწყო ადამიანების სამართლებრივი დევნა იმ პოსტების მოწონების გამო, რომელსაც ხელისუფლება "ექსტრემიზმის მხარდაჭერად" ჩათვლიდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 15-წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ.

გასულ წელს კი პრეზიდენტმა რაჰმონმა ზემოხსენებული პრაქტიკა საჯაროდ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამას "საბოლოოდ უნდა დაესვას წერტილი".

კომენტარები