სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკაში პინგვინის გამო ვერტმფრენი ჩამოვარდა

BBC

სამხრეთ აფრიკაში პინგვინმა ვერტმფრენი ვერტმფრენი ჩამოაგდო.

არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენის პილოტს არაიზოლირებულ მდგომარეობაში, კარდონის ყუთში მოთავსებული პინგვინი აღმოსავლეთ კეიპის პროვინციის მიმართულებით გადაჰყავდა, რა დროსაც პინგვინი ყუთიდან გადმოხტა და პილოტს ვერტმფრენზე კონტროლი დააკარგინა.

სამხრეთ აფრიკის სამოქალაქო ავიაციის თქმით, პინგვინი საკონტროლო პანელს დაეჯახა, რამაც ვერტმფრენის ჩამოვარდნა გამოიწვია - შემთხვევის შედეგად არც პილოტი და არც პინგვინი არ დაშავებულა.

შემთხვევის შემდეგ, სამხ.აფრიკის სამოქალაქო ავიაციამ პინგვინი პორტ ელიზაბედში დააბრუნა.

კომენტარები