სამხრეთ აფრიკა

სამხრეთ აფრიკაში ოქროს არალეგალური მაღაროებიდან 78 ცხედარი ამოასვენეს

16 იანვარს სამხრეთ აფრიკაში ოქროს არალეგალური მაღაროებიდან სულ მცირე 78 ცხედარი ამოასვენეს. პოლიციას თვეების განმავლობაში ჰქონდა შეზღუდული საკვებისა და სასმლის მიწოდების გზები.

სამაშველო ოპერაცია 13 იანვარს დაიწყო, რასაც შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება უძღოდა წინ. პოლიციელებმა შეძლეს სულ მცირე 246 პირის ცოცხლად გადარჩენა, რომლებიც ადგილზე დააკავეს ოქროს არალეგალურად მოპოვებისთვისა და ქვეყანაში უკანონოდ შემოსვლისთვის.

პოლიციის თქმით, აგვისტოდან მოყოლებული სულ მცირე 1,576-მა პირმა შეძლო საკუთარი ძალისხმევით  მაღაროებიდან ამოსვლა. ყველა ეს პირი პოლიციამ დააკავა და მათგან 121 უკვე ქვეყნიდან გაძევებულია.

კომენტარები