რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზალუჟნი გერმანიაში უკრაინისა და მოკავშირეების საიდუმლო შტაბის არსებობას ადასტურებს

ვალერი ზალუჟნი
ZUMA PRESS/ALAMY

გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, ვალერი ზალუჟნიმ დაადასტურა, რომ 2022 წელს გერმანიაში, ვისბადენში საიდუმლო სამხედრო შტაბი დაარსდა, რომელშიც უკრაინა და აშშ ერთობლივად გეგმავდნენ ოპერაციებს და მათი შესრულებისთვის საჭიროებებს განსაზღვრავდა.

ამის შესახებ ზალუჟნიმ Facebook-ზე დაწერა

ზალუჟნი წერს, რომ რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ პარტნიორების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება გაიზარდა, რამაც ახალი გამოწვევები და საჭიროებები წარმოქმნა, რომლებიც მათ მიწოდებასა და შეკეთებას უკავშირდებოდა. 

"სწორედ ამიტომ, 2022 წლის აპრილში უკრაინაში სამხედრო დახმარების მიწოდების კოორდინაციის ცენტრი შევქმენით. ის ბაზირებული იყო გერმანიაში, შტუტგარტში აშშ-ს ევროპული სარდლობის შტაბბინაში. მცირე დროის შემდეგ ამ შტაბმა მუშაობა ვისბადენში განაგრძო. 

შემდგომ ჩვენ გავიგეთ, რომ პარტნიორებთან ერთობლივი ოპერაციული შტაბი გვჭირდება, რომელიც იარაღისა და ტექნიკის საჭიროებას ოპერაციების დაგეგმვის საფუძველზე შეაფასებს. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ იდგა 2022 წლის ზაფხულში, როდესაც ჩვენმა პარტნიორებმა უკრაინაში ფრონტისთვის ამა თუ იმ ტიპის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის გეგმაზომიერებასთან დაკავშირებით ეჭვები გამოთქვეს". - წერს ზალუჟნი.

ზალუჟნის თქმით, ამის შემდეგ წარმოიქმნა აზრი ბაზაში ლოჯისტიკური საოპერაციო შტაბის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების (ВСУ) დაგეგმილ ოპერაციებს გააანალიზებს და NATO-ს სტანდარტების შესაბამისად მათ მიხედვით საჭიროებებს განსაზღვრავს. 

"ამ შტაბში იგეგმებოდა ოპერაციები, ტარდებოდა სამხედრო თამაშები, ფორმულირდებოდა საჭიროებები ВСУ-სთვის და მათ ვაშინგტონსა და ევროპულ დედაქალაქებს აწვდიდა". - დაწერა ზალუჟნიმ. 

ზალუჟნიმ ასევე აღნიშნა, რომ ეს შტაბი იქცა უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის "თანამშრომლობის შესანიშნავ მექანიზმად" "სამომავლო საომარი ოპერაციებისა და მათთვის საჭიროებების განსაზღვრისთვის". 

მანამდე, გამოცემა The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია "The Partnership: The Secret History of the War in Ukraine", რომელშიც მოყოლილია ვისბადენის შტაბის ისტორიისა და ომის განმავლობაში აშშ-უკრაინის თანამშრომლობის ისტორიის შესახებ. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ და უკრაინა ყოველდღიურად თანამშრომლობდნენ ვისბადენის ბაზაში, სადაც პრიორიტეტულ სამიზნეებს ადგენდნენ, აშშ კი უკრაინას რუსული პოზიციების შესახებ თავის სამხედრო დაზვერვას უზიარებდა. გამოცემის სტატიაში მოყოლილია ოპერაციების დაგეგმვასთან დაკავშირებით აშშ-სა და უკრაინის სარდლობას შორის პარტნიორობის შესახებ.

NYT-ის თანახმად, პარტნიორობის მთავარი აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ცოცხალი ძალისა და შეიარაღების მხრივ რუსეთის უზარმაზარ უპირატესობას აანაზღაურებდა, ოპერაციას კი Task Force Dragon ეწოდა. 

კომენტარები