კოალიცია ძლიერი საქართველო

ხაზარაძე: 7 თვით ადრე ადგილობრივი არჩევნების საკითხის შემოტანა ბიძინას სცენარის გატარებაა

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 7 თვით ადრე დღის წესრიგში ადგილობრივი არჩევნების საკითხის შემოტანა არის ბიძინას სცენარის შეგნებულად, თუ შეუგნებლად გატარება!

  • ეს არის აღიარება, რომ ოპოზიცია ახალ არჩევნებს ვერ აღწევს.
  • ეს არის აღიარება, რომ ოქტომბრამდე სინდისის პატიმრებს ვერ ათავისუფლებ.
  • ეს ნიშნავს, რომ მთელი მედიასივრცე და საზოგადოების ყურადღებაც ამ თემისკენ გადართო.

ჩვენი მოთხოვნა იგივეა - ახალი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება! ეს არის დღეს მთავარი საკითხი!

წერს კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები