კოალიცია ძლიერი საქართველო

აღსრულება ლელოზე: ყადაღა ვრცელდება მხოლოდ განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1 500 ლარს

აღსრულების ეროვნული ბიურო კოალიცია ლელო-ძლიერ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ "ლელო საქართველოს" მიმართ მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

აღსასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟი და ადმინისტრაციული ჯარიმა. აღსანიშნავია, რომ ყადაღა ვრცელდება არა მთლიანად ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1500 ლარს.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით". - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ცნობისთვის, აქამდე ლელო-ძლიერი საქართველოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ კოალიცამ აღსრულების ბიუროსგან შეტყობინება მიიღო, ხოლო "კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს ოფიციალური საბანკო ანგარიში დაყადაღებულია".

კომენტარები