აშშ-ფილიპინები

აშშ ფილიპინებში ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა NMESIS-ის განათავსებს

აშშ სამხედრო წვრთნების ფარგლებში მიმდინარე წლის გაზაფხულზე ფილიპინებში ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა NMESIS-ის განათავსებს. აღნიშნულ წვრთნებში ასევე მონაწილეობენ ავსტრალია და იაპონია. 

ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა NMESIS-ის დაახლოებით 186 კილომეტრის მანძილზე არსებული სამიზნეების დაზიანება შეუძლია. 

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას პიტ ჰეგსეთი, თავდაცვის მდივნის რანგში აზიაში პირველი ვიზიტის ფარგლებში ფილიპინებში ჩავიდა. ვიზიტის დროს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ ვაშინგტონი ინდო-წყნარ ოკეანეთის რეგიონში "ჩინეთის აგრესიის" საპასუხოდ "დაშინების მექანიზმის აღდგენას გაძლიერების" ფარგლებში მანილასთან სამხედრო ალიანსს გააძლიერებს.

"რაც უფრო მეტ სტრატეგიულ სირთულეს შევუქმნით ჩვენს მოწინააღმდეგეებს, მით უკეთეს შედეგს მივიღებთ," - თქვა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ფილიპინელ კოლეგასთან, გილბერტო ტეოდოროსთან ერთად გამართულ ერთობლივ  პრესკონფერენციაზე.

ამასთან, აშშ-ს თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს (DSCA) ინფორმაციით, ფილიპინებისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლებისა და მათთან დაკავშირებული აღჭურვილობის გაყიდვაა დაგეგმილი, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 5.58 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აშშ-სა და ფილიპინებს შორის გაფორმებულ შეთანხმებას 2 აპრილს ჩინეთი გამოეხმაურა:

"ფილიპინების სხვა ქვეყნებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობა არ უნდა იყოს მიმართული მესამე მხარის წინააღმდეგ, არ უნდა აყენებდეს საფრთხის ქვეშ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ან იწვევდეს დაძაბულობის გამწვავებას. რაც შეეხება კითხვას თუ ვინ ასხამს ნავთს ცეცხლზე, ვინ აღვივებს სამხედრო დაპირისპირებას და ვინ აქცევს აზიას დენთის კასრად, მიგვაჩნია, რომ რეგიონულ ქვეყნებს ამ ვითარების ზუსტი დანახვა შეუძლიათ," - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გუო ჯიაკუნმა.

კომენტარები